Georgia

Resources
Youth Employability, Media Literacy and Entrepreneurship Multimedia Training Module
Through the years youth development has always been an important part of Volunteer work of Peace Corps Georgia (PCG). Volunteers working in community economic development and education sectors develop and implement programs in order to train and support employment, media literacy and entrepreneurship among youth. To strengthen this direction, the manual “Developing Employability, Media Literacy and Entrepreneurial Skills among Youth” was created upon Peace Corps Georgia request. The manual includes the accompanying videos that will help you train in topics such as developing a resume, preparing for the interview, communication, recognizing fake information, forming a business idea, other. The manual together with videos consider the local context, attributes and the needs of young people and aims to support youth to develop essential employability skills, to strengthen entrepreneurship behaviors and attitudes, and to enhance the knowledge on media literacy.
The training module is available in Armenian, Azerbaijani, English and Georgian languages.
დასაქმების, მედია-წიგნიერებისა და მეწარმეობის მულტიმედია ტრენინგ მოდული
ახალგაზრდული განვითარება წლების განმავლობაში იყო მშვიდობის კორპუსი საქართველოს მოხალისეების მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი. თემის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების სექტორში მომუშავე მოხალისეები შეიმუშავებენ და ატარებენ პროგრამებს, რათა გადაამზადონ, გაწვრთნან და დაეხმარონ ახალგაზრდებს დასაქმებაში, მედიაწიგნიერებასა და მეწარმეობაში. ამ მიმართულების გასაძლიერებლად, მშვიდობის კორპუსი საქართველოს დაკვეთით, შეიქმნა სახელმძღვანელო „დასაქმების, მედია წიგნიერებისა და მეწარმეობის უნარების განვითარება ახალგაზრდებში“, რომელიც შემუშავდა ახალგაზრდების საჭიროებების, ადგილობრივი კონტექსტისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოს თან ახლავს ვიდეოები, რომლებიც დაგეხმარებათ ისეთი საკითხებისთვის მომზადებაში, როგორიცაა რეზიუმე, ინტერვიუ, კომუნიკაცია, ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, ბიზნეს იდეის ფორმირება და სხვა. სახელმძღვანელოს და თანმხლები ვიდეოების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, მეწარმეობის საჭირო ქცევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებას და მედია წიგნიერების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ტრენინგ მოდული ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
General & English Teaching Methodology Module
Multimedia Training Module in General and English Teaching Methodology has been created to contribute to the professional development of English teachers, which has always been one of the essential components of Peace Corps Georgia English and Youth Engagement for the Future Program.
The training module is available in English and encompasses the video resources that highlight the various components of General and English teaching methodology e.g. lesson planning, class management, teaching critical and creative thinking skills in a Language classroom, teaching the language online, etc.
„მულტიმედია ტრენინგ მოდული ზოგადი და ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში“
მულტიმედია ტრენინგ მოდული ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების, სკოლების კონტექსტისა და თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა და გვჯერა, რომ მასწავლებლების სასწავლო პრაქტიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც ყოველთვის იყო მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის სწავლების პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება.
ტრენინგ მოდული ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე და მოიცავს, როგორც სატრენინგო ბეჭდურ, ისე ვიდეო მასალას ზოგადი და ინგლისური ენის სწავლების სხვადასხვა საკვანძო საკითხზე, მაგ. გაკვეთილის დაგეგმვა, კლასის მართვა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების სწავლება ენის გაკვეთილზე, ენის ონლაინ სწავლების თავისებურებები, ა.შ.
VET English Language Specialized Resource Pack
Peace Corps supports Teacher professional development and English language skills building at interested vocational education intuitions. One of the needs that has been expressed by Vocational Colleges with Peace Corps, was the lack of English Language teaching resources in specific professions. The development of VET English Specialized Resources supports Peace Corps Response Volunteers and local teachers to improve the quality of English instruction and the level of English proficiency. The VET English Language Specialized Resource Pack is a supplementary resource that was designed for English teachers at vocational education institutions. However, this resource pack can also be used by English teachers in other educational institutions for formal or informal education purposes. The resource pack puts emphasis on practicing speaking and writing skills and uses typical workplace situations for dialogues and other interactive content to ensure more practical applicability of for teachers and students. The resource includes 90 units for 18 professions. Each unit has teacher’s notes that will make using the resource easy. The notes contain classroom procedure, task management notes, and keys for the exercises.
ინგლისური ენის სპეციალიზირებული რესურსი პროფესიული სასწავლებლებისთვის
მშვიდობის კორპუსი პროფესიულ კოლეჯებთან მასწვლებელთა პროფესიული განვითარების და ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობს. ერთ-ერთი საჭიროება, რაც პროფესიული კოლეჯების მიერ იყო იდენტიციფირებული, არის ინგლისური ენის სასწავლო რესურსების ნაკლებობა სხვადასხვა პროფესიებში. პროფესიული განათლების ინგლისური ენის სპეციალიზირებული რესურსების განვითარება დაეხმარება მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის სწავლა-სწავლების და ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში. ეს რესურსი წარმოადგენს დამატებით მასალას პროფესიული კოლეჯის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. რესურსი აქცენტს აკეთებს სასაუბრო და წერითი უნარების გაუმჯობესებაზე და პროფესიის ტიპიურ სამუშაო გარემოში დიალოგების და სხვა ინტერაქტიული მეთოდებით პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულ მასალას ქმნის მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის. რესურსი შედგება 90 განყოფილებისგან 18 პროფესიის მიმართულებით. თითოელი განყოფილება მოიცავს ინსტრუქციებს, მასწავლებლებისთვის რესურსის გამოყენების გამარტივების მიზნით. ინსტრუქციები მოიცავს საკლასო პროცედურებს, დავალების მართვისთვის საჭირო რეკომენდაციებს და სავარჯიშოების პასუხებს.
PACA Field Guide
A focal point of the Peace Corps Volunteer experience has always been a commitment to partnering with local counterparts and communities, and empowering them to determine their own assets, needs, development priorities, and paths for community action. Participatory Analysis for Community Action (PACA) is central to this approach. PACA consists of various participatory methods to engage community members in the process of uncovering the information needed to lay the groundwork for sustainable community-led development efforts. PACA relies on the active and full participation of diverse and representative community groups to share information and uncover insights, analyze implications for the community, plan for action together, and collectively implement projects. In sum, PACA is how you “do development" (Goal One) and build capacity as a Peace Corps Volunteer. It is an approach for building partnership between Volunteers and community members—and especially among community members themselves—in order to advance sustainable capacity-building efforts.
The guide is available in Armenian, Azerbaijani, English and Georgian Languages.
PACA სახელმძღვანელო
მშვიდობის კორპუსის მთელი საქმიანობის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო ადგილობრივ პარტნიორებთან და თემთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერება, რათა მათ თავად შეძლებოდათ საკუთარი რესურსების, საჭიროებების, განვითარების პრიორიტეტების და თემის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა. მონაწილეობრივი მიდგომა თემის საქმიანობისათვის („მონაწილეობირვი ანალიზი“) ამ პრინციპის განხორცილებისათვის უმთავრესი მნიშვნელობისაა. „მონაწილეობირვი ანალიზი“ შედგება სხვადასხვა მონაწილეობრივი მეთოდებისგან. ისინი მიზნად ისახავენ ჩართონ თემის წევრები ისეთი ინფორმაციის მოძიებაში, რომელიც საფუძვლად დაედება თემის მიერ წარმართულ განვითარების პროცესს. „მონაწილეობრივი ანალიზი“ ეფუძნება თემის მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი ჯგუფების აქტიურ და სრულ ჩართულობას ინფორმაციის გაზიარებისა და არსის აღქმის პროცესში, თემზე ზემოქმედების მქონე ფაქტორების ანალიზის დროს, ქმედების დაგეგმვისას და პროექტის კოლექტიურად განხორცილებისას. რომ შევაჯამოთ, „მონაწილეობრივი ანალიზი“ არის ის, თუ როგორ უნდა „განახორციელო განვითარება“ (პირველი მიზანი) და გააძლიერო შესაძლებლობები. ეს არის მოხალისეებსა და თემის წევრებს შორის, განსაკუთრებით კი თავად თემის წევრებში, პარტნიორობის ჩამოყალიბების მეთოდი, რათა წახალისდეს შესაძლებლობების მდგრადი განვითარება.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
V2 – Volunteerism Action Guide
With the V2 Volunteerism initiative, the Peace Corps seeks to help Volunteers inspire and support host country volunteerism by integrating elements of service learning into community development work. This booklet will show how to motivate and support communities to make service a common experience. The beginning of V2 is selecting a service partner, someone in the community who is interested in making things better. Together, you will support existing and new volunteerism efforts through engaging greater numbers of people, especially youth, in service activities that support the priorities of their communities; and integrate elements of service learning into your work when it is possible and appropriate. This means the people you work with, especially youth, will build real and relevant skills as a result.
The guide is available in Armenian, Azerbaijani, English and Georgian Languages.
V2 - მოხალისეობრივი საქმიანობის გზამკვლევი
მოხალისეობრივი საქმიანობის (V2) ინიციატივით, მშვიდობის კორპუსი ცდილობს მოხალისეებს და მასპინძელ თემს დაეხმაროს მოხალისეობრივ სერვისზე დაფუძნებული სწავლის ელემენტების ჩართვით, ხელი შეუწყონ მოხალისეობრივ საქმიანობას და ადამიანების შთაგონებას და განვითარებას. წარმოდგენილ გზამკვლევში აღწერილია მოხალისეობრივი საქმიანობის მოტივირებისა და ხელშეწყობის გზები, რათა სხვებისთვის სამსახურის გაწევა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცეს. V2 გზამკვლევის მიხედვით, პირველ რიგში საჭიროა პარტნიორის არჩევა მოხალისეობრივ აქტივობებში. ეს შეიძლება იყოს თემში მცხოვრები ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საზოგადოების უკეთესობისაკენ შეცვლით. ერთად თქვენ ხელს უწყობთ უკვე დანერგილ და ახალ მოხალისეობრივ საქმიანობას. ამისათვის, უფრო მეტ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩართავთ მოხალისეობრივ აქტივობებში, რომელიც მათი თემის პრიორიტეტების ხელშეწყობას ემსახურება. თქვენ ასევე ჩართავთ მოხალისეობრივ სერვისზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს თქვენს მუშაობაში, თუ ეს შესაძლებელი და მართებული იქნება. შედეგად კი, ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რეალურ და საჭირო უნარებს განივითარებენ.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
The Youth Entrepreneurship Guide
The Youth Entrepreneurship guide is the third resource in the Peace Corps’ Youth Livelihoods series, which also includes the Youth Employability (No. M0093) and Youth Financial Literacy (No. M0092) manuals. The series is designed for Peace Corps Volunteers and their counterparts worldwide who are helping young people develop knowledge, skills, and aptitudes for improving their economic independence. While all three resources support stand-alone courses, they also work well together in a series.
The guide is available in Armenian, Azerbaijani, English and Georgian Languages.
ახალგაზრდების მეწარმეობის გზამკვლევი
ახალგაზრდების მეწარმეობის გზამკვლევი მშვიდობის კორპუსის სამნაწილიანი პუბლიკაციის „ახალგაზრდების საარსებო საშუალებების“ მესამე რესურსია, ახალგაზრდების დასაქმების (No. M0093) და ახალგაზრდების ფინანსური განათლების (No. M0092) გზამკვლევებთან ერთად. სამნაწილიანი რესურსი შექმნილია მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და მათი პარტნიორებისთვის და ახალგაზრდების ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელოების გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ერთობლივად.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
Youth Employability Guide
The Youth Employability guide is the second resource in the Peace Corps’ Youth Livelihoods series, which also includes the Financial Literacy (No. M0092) and Youth Entrepreneurship (No. M0116) manuals. The series is designed for Peace Corps Volunteers and their counterparts worldwide who are helping young people develop knowledge, skills, and aptitudes for improving their economic independence. While all three resources support stand-alone courses, they also work well together in a series. The Peace Corps Life Skills and Leadership Manual [ICE No. M0098] is also a good resource for incorporating personal development, goal setting, and leadership.
The guide is available in Armenian, English and Georgian Languages.
ახალგაზრდების დასაქმების გზამკვლევი
ახალგაზრდების დასაქმების გზამკვლევი მშვიდობის კორპუსის სამნაწილიანი პუბლიკაციის „ახალგაზრდების საარსებო საშუალებების“ პირველი რესურსია, ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების (No. M0092) და ახალგაზრდების მეწარმეობის (No. M0116) გზამკვლევებთან ერთად. სამნაწილიანი რესურსი შექმნილია მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და მათი პარტნიორებისთვის და ახალგაზრდების ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელოების გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ერთობლივად. მშვიდობის კორპუსის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების და ლიდერობის სახელმძღვანელო [ICE No. M0098] აგრეთვე კარგ რესურსს წარმოადგენს პერსონალური განვითარების, მიზნების დასახვის და ლიდერობის შესახებ თემატიკის მოცემულ კურსებში ინტეგრირებისთვის.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
Financial Literacy Guide
The Youth Financial Literacy guide is the first resource in the Peace Corps’ Youth Livelihoods series, which also includes the Youth Employability (No. M0093) and Youth Entrepreneurship (No. M0116) manuals. The series is designed for Peace Corps Volunteers and their counterparts worldwide who are helping young people develop knowledge, skills, and aptitudes for improving their economic independence. While all three resources support stand-alone courses, they also work well together in a series.
ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების გზამკვლევი
ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების გზამკვლევი მშვიდობის კორპუსის სამნაწილიანი პუბლიკაციის „ახალგაზრდების საარსებო საშუალებების“ მეორე რესურსია, ახალგაზრდების დასაქმების (No. M0093) და ახალგაზრდების მეწარმეობის (No. M0116) გზამკვლევებთან ერთად. სამნაწილიანი რესურსი შექმნილია მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და მათი პარტნიორებისთვის და ახალგაზრდების ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელოების გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ერთობლივად.
Life Skills and Leadership Manual
The Life Skills and Leadership Manual is designed to be used by Peace Corps Volunteers and their counterparts who work with youth to develop the knowledge, skills, and attitudes in youth integral to Youth in Development sector. The life skills and leadership topics relate to all aspects of life, including: succeeding in the workplace, fostering healthy living, and engaging with communities.
The guide is available in Armenian, English and Georgian Languages.
სასიცოცხლო უნარების და ლიდერობის სახელმძღვანელო
სასიცოცხლო უნარების და ლიდერობის სახელმძღვანელო შედგენილია მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა და მათი ადგილობრივი პარტნიორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდებთან, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების განვითარების სექტორისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების და დამოკიდებულების განვითარებას ახალგაზრდებში. სასიცოცხლო უნარების და ლიდერობის თემები შეეხება ყველა ასპექტს, მათ შორის: ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა; ახალგაზრდების მომზადება პროფესიული სამყაროსთვის; და ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების, ჩართულობის გაზრდა.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ინგლისურ, სომხურ და ქართულ ენებზე.
Online English Camp Curriculum and Resources
English language camps delivered by Peace Corps Volunteers and Counterparts have served as an important learning experience for students and youth. Introduction of the online, remote and hybrid methods of instruction during the pandemic created space for new opportunities. Peace Corps Georgia, with the financial support of the USAID and through the technical expertise of independent contractors designed an Online English Camp curriculum and developed associated resources to serve as a model for remote non-formal English language education activity that can be adapted per need.
The resource package includes sample camp curriculum and session plans, pre/posttests, quizzes, worksheets, information and guides on various online educational tools (jeopardy, Voki, Padlet, Zoom, StoryStarter, StoryJumper, Powtoon), guidelines for teachers for planning and organizing an online summer camp, samples flyers, registration forms and recruitment strategy.
ინგლისური ენის ონლაინ ბანაკის კურიკულუმი და რესურსები
მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და პარტნიორი მასწავლებლების მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი ბანაკები მოსწავლე-ახალგაზრდებობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სასწავლო შესაძლებლობა იყო. პანდემიის პერიოდში დისტანციური, ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების მეთოდების დანერგვამ შექმნა ახალი სასწავლო შესაძლებლობები. საქართველოს მშვიდობის კორპუსმა, ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ტექნიკური ექსპერტების ჩართულობით, შექმნა ინგლისურის ონლაინ ბანაკის კურიკულუმის მოდელი და შესაბამისი რესურსები. რესურსების კრებული არაფორმალური ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობის ნიმუშს წარმოადგენს და თქვენი საჭიროებების მიხედვით შესაძლებელია მისი ადაპტირება.
ონლაინ ბანაკის რესურსების კრებულში გაერთიანებულია ბანაკის სასწავლო გეგმა და სესიის მონახაზები, პრე- და პოსტ ტესტები, ქვიზები, სავარჯიშოები, ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე (jeopardy, Voki, Padlet, Zoom, StoryStarter, StoryJumper, Powtoon), ტექნიკური რჩევები მასწავლებლებისთვის ონლაინ ბანაკის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, სარეკლამო ფურცელი, სარიგსტრაციო ფორმა და ინფორმაცია მონაწილეთა მოზიდვისა და შერჩევის სტრატეგიაზე.