Georgia

მოითხოვე მოხალისე
ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამა
ა.შ.შ. - ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში აცხადებს კონკურსს ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:
- კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
- მცხეთა–მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
- შიდა ქართლი
- ქვემო ქართლი
- სამცხე ჯავახეთი
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
- სამეგრელო
- რაჭა–ლეჩხუმი
- სვანეთი
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლების და ქალაქების ორგანიზაციებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთ-კილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.
შერჩეულ ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2024-2026 წლების განმავლობაში. გთხოვთ, გაეცნოთ ორგანიზაციების გზამკვლევს, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით, მასპინძელი ოჯახის ბროშურას და მოხალისის მოსაწვევ სააპლიკაციო ფორმას.
თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია ან სათემო ჯგუფი დაინტერესებულია მოხალისესთან თანამშრომლობით 2024-2026 წლების განმავლობაში:
- გაეცანით ორგანიზაციების გზამკვლევს
- სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი სააპლიცაკიო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
- შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected]
სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მენეჯერს:
თიკა რევიშვილი
პროგრამის მენეჯერი
ელ–ფოსტა: [email protected]
პროექტი განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან (გზა) ერთად მომავლისკენ
ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან: გზა ერთად მომავლისკენ თანამშრომლობისთვის.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ოცი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2024-2026 სასწავლო წლების განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში:
- კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
- მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის და მის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
- ქვემო ქართლი
- შიდა ქართლი
- სამცხე-ჯავახეთი
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
- სამეგრელო
- რაჭა-ლეჩხუმი
- სვანეთი
სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან ხუთ კილომეტრიან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.
თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2024-2026 აკადემიურ წლებში, გაეცანით გზისმკვლევს სკოლებისთვის და მასპინძელი ოჯახის ბროშურას და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა და მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე 118 საირმის ქუჩა, თბილისი, 0125 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება აგრეთვე შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში.
სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 16 ოქტომბერი, 2023 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ასმათ სიხარულიძე
განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან (გზა) ერთად მომავლისკენ პროგრამის მენეჯერი
ტელეფონი: (+995) 595 90 64 44
იმეილი: [email protected]
ია გელაშვილი
განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან (გზა) ერთად მომავლისკენ პროგრამის მენეჯერი
ტელეფონი: (+995) 595 95 04 06
იმეილი: [email protected]
ნინო ფიროსმანიშვილი
განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან (გზა) ერთად მომავლისკენ პროგრამის სპეციალისტი
ტელეფონი: (+995) 595 02 79 79
იმეილი: [email protected]
მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა
ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში აცხადებს კონკურსს მოტივირებული და კვალიფიციური ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად. შერჩეულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ამერიკელ მოხალისესთან ერთად 9-დან 12-თვემდე როგორც მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების განხორციელების, ისე ადამიანური შესაძლებლოების, მდგრადი ორგანიზაციული და სათემო განვითარების ხელშეწყობისთვის. მოხალისეები ორგანიზაციაში არ ცვლიან კვალიფიცირებულ ქართველ თანამშრომლებს, ისინი არ ასრულებენ დაქირავებული თანამშრომლის როლსა და ფუნქციებს.
როგორ შეუძლიათ მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეებს ორგანიზაციის დახმარება?
2010 წლიდან საქართველოში მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეები თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თვითმართველობებთან, სსიპ-ებთან, სამინისტროებთან და სხვა საჯარო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან და სკოლებთან. ისინი ეხმარებოდნენ ქართველ პარტნიორებს ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიის განვითარებაში, პროგრამების და პროექტების განხორციელებაში, ახალი პროექტების შემუშავებაში, სხვადასხვა უნარებზე ორიენტირებული ტრენინგების განვითარებაში, ორგანიზაციული მართვის განვითარებაში, სასწავლო რესურსებისა და გეგმების განვითარებაში,მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში, ინგლისური ენის სწავლებასა და სხვა მიმღების მხარის საჭიროებებზე მორგებულ ინიციატივებში.
რა არის საჭირო იმისათვის რომ მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეს უმასპინძლოთ?
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა განიხილავს აპლიკაციებს შემდეგი ქალაქების/რაიონების/რეგიონებისგან:
- თბილისი
- კახეთი (ჩრდილოეთ ახმეტის გარდა)
- მცხეთა-მთიანეთი (სტაფანწმინდის გარდა)
- ქვემო ქართლი
- შიდა ქართლი
- სამცხე-ჯავახეთი
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
- სამეგრელო - ზემო სვანეთი
- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთ-კილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.
მიმღები ორგანიზაციების შერჩევის პროცესი 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის აგვისტომდე გაგრძელდება. შერჩეულ მიმღებ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2024-2025 წლებში 9-12 თვის განმავლობაში. გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ბმულებს განაცხადის ფორმითა და გზამკვლევით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
გზამკვლევში ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამისა და შერჩევის პროცესის შესახებ.
თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია/საგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებულია ამერიკელ მოხალისესთან თანამშრომლობით 9-12 თვის ვადით:
- გაეცანით გზამკვლევს და განაცხადის ფორმებს (განაცხადის ფორმა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის; განაცხადის ფორმა ორგანიზაციებისთვის).
- მონაწილეობა მიიღეთ „ღია კარის“ ონალინ შეხვედრაში (ინფორმაცია რეგისტრაციაზე იხილეთ გზამკვლევში).
- სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი შესაბამისი განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე).
- შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე
[email protected].
განაცხადის ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერს: თეო ნეფარიძეს
[email protected]